საპარლამენტო უმრავლესობამ პატრიარქს იუბილე მიულოცა

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს საპატრიარქოში ეწვივნენ და 85 წლის იუბილე მიულოცეს.

„დიდი სიყვარულით და სიხარულით შემოვედით, რომ მოგისმინოთ, ჩვენი სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ. ვუერთდებით იმ მილოცვებს, რომელიც მთელ საზოგადოებას გააჩნია. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული მოგიტანეთ დღეს“, - მიმართა მის უწმინდესობას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტარები დალოცა და ქვეყნისა და ხალხის სამსახურში წარმატებები უსურვა. “მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. დალოცვილი იყავით და ბედნიერი შობა გაგითენოთ ღმერთმა“, - მიმართა ილია მეორემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს