კიკვიძის პარკში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში საახალწლო კონცერტი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს, ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაესწრო.

„ვულოცავ ყველას, მთელი თბილისის და განსაკუთრებით ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ამ ახალ წელს. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვხედავ უამრავ პატარა ბავშვს, მათ მშობლებს, ახალგაზრდებს, მოხუცებს. დღეს ჩვენ შევეცადეთ კიდევ ერთი ზეიმი გვეჩუქებინა მათთვის. თბილისის მერია მიესალმება ამგვარ ღონისძიებებს და ამ ტრადიციას მომავალშიც გააგრძელებს“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი ღონისძიების ფარგლებში კიკვიძის ბაღში საახალწლო კარნავალი, პერფორმანსები და სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა. კონცერტში ქართული ესტრადის ახალგაზრდა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა. სალომე ბაკურაძემ, ოთო ნემსაძემ და ნინი ბადურაშვილმა მაყურებელს მრავალფეროვანი რეპერტუარი შესთავაზეს.

საკარნავალო კოსტუმებში გამოწყობილმა მონაწილეებმა ღია სივრცეში მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობა, მათ შორის, „დრამ შოუ“ წარმოადგინეს. ღონისძიების სტუმრებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს