ხატია დეკანოიძე სააკაშვილის განაჩენზე - მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას

ყველაზე დიდი აბსურდი არის ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ედავებიან კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ხატია დეკანოიძე საქმის პროკურორის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებებსაც გამოეხმაურა. „პროკურორი ნადარეიშვილი სრულ აბსურდს ამბობს. არ შეიძლება სამართლებრივ დეტალებში გარკვეულმა ადამიანმა, ასეთ სისულელეზე ისაუბროს. თურმე ვადის შემცირება პატიმრებისთვის არ არის პრეზიდენტის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუცია განმარტავს, რომ ეს არის პრეზიდენტის უფლება. ისმება კითხვა, თუ არ არის პრეზიდენტის აბსოლუტური უფლება, სასამართლომ და პროკურატურამ უნდა განსაზღვროს ვის შეიწყალებს და ვის არა?!“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას. „საფრთხეს უქმნის პირველ რიგში, საქართველოს შენების და განვითარების პერსპექტივას, რომ შურისძიების გარეშე მომავალმა ხელისუფლებებმა გააგრძელონ მუშაობა. პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება დამაზიანებელია ადამიანის უფლებებისთვის, თანასწორობისთვის და ყველასთვის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გუშინ მიხეილ სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა