უკრაინელი დეპუტატი - საქართველოში სააკაშვილისთვის გამოტანილი განაჩენი მისი დაუყოვნებლივი დეპორტაციისთვის ყველა იურიდიულ შესაძლებლობას იძლევა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოში მისი დაუყოვნებლივი დეპორტაციისთვის ყველა იურიდიულ შესაძლებლობას იძლევა, - ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა, „რადიკალური პარტიის“ წევრმა იგორ მოსიჩუკმა.

„სააკაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილებების გადამეტებისთვის სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ჯერჯერობით საქართველოში. პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას მან შეიწყალა ბანკის თანამშრომლის მკვლელობაში დამნაშავე სამი ადამიანი, წმინდა წყლის ბოროტმოქმედები. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოში მისი დაუყოვნებლივი დეპორტაციისთვის ყველა იურიდიულ შესაძლებლობას იძლევა“, -დაწერა მოსიჩუკმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა