ავსტრიის ერთ-ერთმა ცნობილმა კლინიკამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღების მზადყოფნა გამოთქვა

ავსტრიის ერთ-ერთმა ცნობილმა კლინიკამ პანკისში დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ერთადერთ დაბრკოლებას წარმოადგენს ის, რომ ამ დროისთვის ამ კლინიკას თავისუფალი ადგილი არ აქვს. თუმცა, მოლაპარაკების მიხედვით, ავსტრიის კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტროს 24-საათის განმავლობაში უნდა მოაწოდოს ინფორმაცია. ექიმის თქმით, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ოჯახიც ინფორმირებულია.

„ავსტრიის კლინიკამ, ვისთანაც ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებდა მოლაპარაკებას, პრინციპული თანხმობა განაცხადა პაციენტის მიღებაზე. მაგრამ ერთადერთ დაბრკოლებად ამ ეტაპზე რჩება ის გარემოება, რომ ამ მომენტისთვის თავისუფალი ადგილი არ არის და იმედოვნებენ, რომ სავარაუდოდ 24 საათში ალბათ ადგილი გამოჩნდება და დადგება პაციენტის ტრანსპორტირების საკითხი“, - განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, იღებს თუ არა ავსტრიის კლინიკა ტრანსპორტირების თაობაზე პასუხისმგებლობას, ექიმ ზაზა ლურსმანაშვილის განმარტებით, ამაზე ინფორმაციას არ ფლობს. „ამ დეტალებზე ინფორმაცია ჯერ არ გამაჩნია, მაგრამ როდესაც საბოლოო პასუხს მივიღებთ და იქნება სრული მზადყოფნა პაციენტის მისაღებად, ამ საკითხს შემდეგ განვიხილავთ. ალბათ აიღებს პასუხისმგებლობას კლინიკა“, - განაცხადა ექიმმა.

მისივე ინფორმაციით, თურქეთის კლინიკიდან მაჩალიკაშვილის მიღებასთან დაკავშირებით პასუხს დღეს, დღის ბოლომდე ელოდებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო