მაია ნიკოლეიშვილი - ნივთმტკიცებები არის იმდენი, რომ მსროლელისა და მსხვერპლის პოზაზე მოგვცეს გარკვეული წარმოდგენა

ამოღებულია გარკვეული ნივთმტკიცებები, თუმცა, იმდენი დარჩა, რომ მსროლელისა და მსხვერპლის პოზაზე მოგვცეს გარკვეული წარმოდგენა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მაჩალიკაშვილის დაჭრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ნიკოლეიშვილის თქმით, დასკვნის დადება ჯერ ნაადრევია, თუმცა, მისი გასაჯაროების უფლება მხოლოდ ოჯახთან შეთანხმების შემთხვევაში ექნება.

„შემთხვევის ადგილი დავათვალიერე, ვიცოდი, რომ კრიმინალისტები მუშაობდნენ საკმაოდ მოწესრიგებულად და ნამდვილად გამართლდა ეს საკითხი. ამოღებულია გარკვეული ნივთმტკიცებები, თუმცა იმდენი დარჩა, რომ მსროლელისა და მსხვერპლის პოზაზე მოგვცეს გარკვეული წარმოდგენა. სამედიცინო დოკუმენტაციასთან ერთად შეფასდება ყველა დეტალი, რის შემდეგაც მოვახსენებ ოჯახს. შემდეგ მათი გადასაწყვეტი იქნება, გასაჯაროვდეს დეტალები თუ არა“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

კითხვაზე, რჩება თუ არა შთაბეჭდილება, რომ მაჩალიკაშვილს შესაძლოა ეჭირა ხელყუმბარა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხი მის კომპეტენციას სცილდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა