სოფიო ქაცარავა - ვიზალიბერალიზაციის გეგმის 60% შსს-ზე მოდიოდა, შესაბამისად, სამინისტროს დანახარჯებიც საჭირო და შედეგიანი იყო

ვიზალიბერალიზაციის გეგმის 60% შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოდიოდა, შესაბამისად, სამინისტროს დანახარჯებიც საჭირო და შედეგიანი იყო, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

„ვიზალიბერალიზაციის პროცესში რეფორმების 60% შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოდიოდა. ევროკავშირის დადებითი დასკვნა დიდად იყო დამოკიდებული ამ რეფორმების წარმატებაზე, მინისტრის ვიზიტებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაფართოებაზე, შესაბამისად, სამინისტროს დანახარჯებიც საჭირო და შედეგიანი იყო. ვთვლი, რომ სატელევიზიო სიუჟეტი შსს-ს აუდიტორული შემოწმების თემაზე მიკერძოებულად და არაობიექტურად გაკეთდა“, - განაცხადა ქაცარავამ.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა