1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ლარი 2.5967 გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5967 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5851 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0116 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1285 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.1153 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0132 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა.