უკრაინაში მებრძოლმა „ქართულმა ლეგიონმა“ შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადის შემადგენლობა დატოვა

უკრაინის აღმოსავლეთში მებრძოლმა „ქართულმა ლეგიონმა“ უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადის შემადგენლობა დატოვა. ამის შესახებ „ქართული ლეგიონის“ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„2017 წლის 20 დეკემბერს „ქართულმა ლეგიონმა“ სრული შემადგენლობით დატოვა 54-ე ბრიგადა მეთაურის ალექსეი მაისტრენკოსა და მისი გარემოცის არაკომპეტენტურობისა და მისი უკანონო ბრძანებების გამო. 16 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის დეტალების შესახებ, რომლის დროსაც „ქართული ლეგიონისა“ და 25-ე ბატალიონის 11 მებრძოლი დაიჭრა, ჩვენ უახლოეს დღეებში პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ. ჩვენ ასევე გამოვაქვეყნებთ „ქართული ლეგიონის“ მეთაურისა და 54-ე ბრიგადის მეთაურის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელშიც ბრიგადის მეთაური „ქართული ლეგიონის“ წევრების მებრძოლების დათხოვნის შესახებ, ისევე როგორც აუდიოჩანაწერს, რომელშიც „ქართული ლეგიონის“ წევრებს ემუქრებიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, დღეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ 54-ე ბრიგადის მეთაური ცდილობს „ქართული ლეგიონის“ დაჭრილი წევრების პირდაპირ სამხედრო ჰოსპიტალიდან დეპორტირებას, ვინაიდან მათ შეუძლიათ სიმართლე თქვან მისი უკანონო ბრძანებებისა და ქმედებების შესახებ.

„მაისტრენკოს მოადგილე სერგეი ფედოსენკო სისტემატურად ურეკავს ჰოსპიტალში მყოფ „ქართული ლეგიონის“ დაჭრილ წევრებს და მათ მკურნალობის შეწყვეტითა და დეპორტაციით ემუქრება, თუ ისინი 16 დეკემბრის ოპერაციის უკანონო ბრძანების შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროვებენ. ალექსეი მაისტრენკომ და სერგეი ფედოსენკომ წაართვეს „ქართული ლეგიონის“ წევრებს მთელი ამუნიცია და პირადი ნივთები. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ 3 ქართველი, რომელიც 54-ე ბრიგადის შემადგენლობაში რჩება, აღარ ირიცხებიან „ქართულ ლეგიონში“ და არ წარმოადგენენ მას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს