რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკეებს, სომეხ თანამოქალაქეებს და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიის მრევლს დღესასწაულებს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკეებს, სომეხ თანამოქალაქეებს და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიის მრევლს 6 იანვრის დღესასწაულებს ულოცავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, კათოლიკური ეკლესია დღეს ღვთის განცხადებას აღნიშნავს. ეპიფანია უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია და ქრისტეშობასა და მის თანმდევ მოვლენებს ეძღვნება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკურ ეკლესიას, განსაკუთრებულად კი - საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს დღესასწაულს, და სიკეთეს, სიყვარულს, სიხარულს უსურვებს.

როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო მართმადიდებელი ეკლესია შობას და და განცხადებას - იესო ქრისტეს ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.

მათივე ინფორმაციით, დილით წმინდა წირვა აღევლინება, ხოლო შემდგომ წყალკურთხევა შესრულდება - ხალხური ტრადიციისამებრ, ჯვარს წყალში შთაფლავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხ თანამოქალაქეებს დღესასწაულებს და წარმატებებს უსურვებს მათ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ღვთის გამოცხადებას - ყრმა იესოსადმი მოგვთა თაყვანისცემას ზეიმობს.

„ღვთის გამოცხადების აღნიშვნა ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ტრადიციაა და მას წარმართი მეფეების - კასპარის, მელქიორისა და ბალთაზარის, სამი მეფის ზეიმსაც უწოდებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს დღესასწაულს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა