ზაალ უდუმაშვილი - სომეხ თანამოქალაქეებს ვულოცავ შობის და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს, ეს ასოცირდება სიხარულთან და სიკეთესთან

ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს მინდა მივულოცო შობის და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა სურბ გევორქის ტაძარში განაცხადა, სადაც შობისა და ნათლისღების დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას დაესწრო.

”ეს დღესასწაული ასოცირდება სიხარულთან და სიკეთესთან, შესაბამისად, მე მინდა მათ ვუსურვო ბევრი სიკეთე 2018 წელს. ჩვენი ისტორიული ძმობა და მეგობრობა მრავალ საუკუნეს მოიცავს. ამაყი ვართ, რომ ჩვენი ძმები და დები დღეს აღნიშნავენ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს”, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სურბ გევორქის ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები: ზაზა ბიბილაშვილი და ხატია დეკანოიძე, სადაც სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა