ქეთევან ციხელაშვილი სურბ გევორქის ტაძარში შობისა და ნათლისღების დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას დაესწრო

მინდა სომეხთა წმინდა მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიის მრევლს მივულოცო შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულები, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სურბ გევორქის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც შობისა და ნათლისღების დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას დაესწრო.

”მინდა მივულოცო სომეხთა წმინდა მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიის მრევლს, ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს შობის და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულები. მინდა თითოეულ ოჯახს კეთილდღეობა, სიხარული და ბედნიერება ვუსურვო და ასევე ახალი 2018 წელი მივულოცო. მინდა ჩვენს სამშობლოს მთლიანად მშვიდობა და კეთილდღეობა ვუსურვო. რა თქმა უნდა, თითოეული ოჯახის სიძლიერეზეა დამყარებული ჩვენი ქვეყნის ძლიერება, სადაც ჩვენს სომეხ მოსახლეობას მისი განსაკუთრებული ტრადიციებისა და კულტურის ისტორიულად გამორჩეული ადგილი აქვს”, - განაცხადა ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა