გიორგი ბეგაძე - ტურიზმის სფეროში ხელისუფლების და კერძო სექტორის თანამშრომლობა სამაგალითო და წარმატებულია

ტურიზმის სფეროში ხელისუფლების და კერძო სექტორის თანამშრომლობა სამაგალითო და წარმატებულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ბეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ტურისტების რაოდენობასთან ერთად, 2017 წელს ტურიზმით მიღებული შემოსავალი რეკორდულია - 7 მილიონზე მეტი ვიზიტორი და 2.8 მილიარდი დოლარი შემოსავალი.

„ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე დარგია, რომელზეც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ აისახება. კულტურა, ინფრასტრუქტურის განვითარება, უსაფრთხოება, მომსახურების დონე, ტრანსპორტი, სასტუმროები და რესტორნები, კეთილგანწყობა, ადგილობრივი პროდუქცია და სხვა - ტურიზმის წარმატება, ყველა ამ კომპონენტის განვითარებაზე მიუთითებს. 2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. წინა წელთან შედარებით ეს ციფრი გაუმჯობესებულია თითქმის 1 200 000 ადამიანით. ასევე დიდი ზრდა გვაქვს შემოსავლების ნაწილში და 2016 წელს თუ პირველი წელიწადი იყო როცა 2 მილიარდს გადაცდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, 2017 წელს დაახლოებით, 2 მილიარდ 800 მილიონი ამერიკული დოლარი შემოვიდა საქართველოში. 2018 წელს მოლოდინი კიდევ უფრო პოზიტიურია“, - განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო