ხარაგაულის მერიაში საახალწლოდ 13 000 ლარის პრემია გაიცა

ხარაგაულის მერიაში საახალწლოდ 13 000 ლარის პრემია გაიცა. როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პრემია დეკემბრის ბოლოს 130 თანამშრომელზე გაიცა. თანამშრომლებმა საახალწლოდ 100-100 ლარი მიიღეს.

გასულ წელს ხარაგაულის მერიაში 14 600 ლარის პრემია გაიცა. თებერვალში 1 600 ლარის ოდენობით პრემია მიიღო გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძემ. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სხვა თანამშრომლებს წლის განმავლობაში პრემია არ მიუღიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო