რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის სასადილოების საშობაო მენიუში ჩახოხბილი შეიტანეს

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის სამხედრო ნაწილების სასადილოებში საშობაო მენიუში სხვადასხვა ეროვნულ და რეგიონალურ კერძებთან ერთად ჩახოხბილიც შეიტანეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური სამხედრო ოლქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იაროსლავ როშჩუპკინმა განუცხადა.

„სამხედრო ნაწილების სასადილოებში საშობაო მენიუში სხვადასხვა ეროვნული სამზარეულოს კერძები შევიტანეთ: ბორშჩი ციმბირულად, ურალური პელმენი, ქართული ჩახოხბილი, ფლავი და ა.შ. სასადილოების დახლებზე გამოჩნდა კივი, ბანანი, ციტრუსები, შოკოლადი, თაფლაკვერები, ფუნთუშები და სხვა საკონდიტრო ნაწარმი“, - განაცხადა როშჩუპკინმა.

მისი თქმით, სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად მეთაურობამ კვების ულუფის ღირებულება 20%-ით გაზარდა. გაუმჯობესებული მენიუ 8 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა