ექიმი - თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში მცირეოდენი დადებითი დინამიკა გამოიკვეთა

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში მცირეოდენი დადებითი დინამიკა გამოიკვეთა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის მენეჯერმა, პროფესორმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დადებითი დინამიკის მიუხედავად, მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმედ რჩება.

„მდგომარეობა პრაქტიკულად უცვლელია, კვლავ უკიდურესად მძიმეა, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, მცირეოდენი დადებითი დინამიკა გამოიკვეთა და ეს ძალიან გვახარებს ყველას“, - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს