საუდის არაბეთში 11 პრინცი დააკავეს

საუდის არაბეთის გვარდიამ სამეფო სასახლეში პროტესტისთვის 11 პრინცი დააკავა, - ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა „საბქი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სამეფო ოჯახის წევრები მეფე სალმან იბნ აბდელ-აზიზ ალ საუდის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლის თანახმადაც პრინცების მიერ მოხმარებული წყლისა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდა შეწყდა. ასევე პრინცებმა განაცხადეს, რომ მათი ბიძაშვილის სიკვდილით დასჯისთვის ფულადი კომპენსაციის მიღება სურთ.

სამეფო გვარდიამ პრინცები მას შემდეგ დააკავა, რაც მათ სასახლის ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადეს. ახლა პრინცები „ელ-ხაირის“ ციხეში არიან მოთავსებულები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა