ქუთაისში 15-მდე მშენებარე ობიექტის მეპატრონე დაჯარიმდა

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ქალაქში მიმდინარე მშენებლობებს ამოწმებს. სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ზვიად ჯავახიას თქმით, დაჯარიმდა 15-მდე ობიექტის მეპატრონე. მათ შორის არის აღმაშენებლის გამზირზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეპატრონე. აღნიშნული კორპუსის მშენებლობაზე დაახლოებით 10 დღის წინ ორი მუშა დაიღუპა.

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მშენებლობის კონტროლის გამკაცრების შესახებ განცხადება დეკემბერში გააკეთა და განმარტა, რომ ქალაქში აღარ მოხდება უკანონო მშენებლობები.