ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩის ნაწილი დაიტბორა

ქუთაისში გადაუღებელი წვიმის შედეგად, ავტომშენებლის ქუჩის ნაწილი დაიტბორა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

"წყალი არსად არ გადის. გადაუღებლად წვიმს და გვეშინია სარდაფებშიც არ ჩავიდეს", - ამბობენ ადგილობრივები.

ააიპ "სპეციალური სერვისების" სამსახურში კი აცხადებენ , რომ ქალაქში წვიმის გამო ამ დრომდე სერიოზული პრობლემა არ შექმნილა.

"24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ამ დრომდე რაიმე სერიოზული შემთხვევა არ დაფიქსირებულა", - აცხადებენ ააიპ „სპეციალურ სერვისების“ სამსახურში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა