სოფიო ქაცარავა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩს დავით ჯალაღანიას შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დავით ჯალაღანიას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე, დიპლომატიური მისიის ახალ დღის წესრიგზე, შვეიცარიასთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, საერთო ინტერესებსა და მიზნებზე ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებში ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის გააქტიურებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა შვეიცარია-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებასა და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე ასევე, მეგობრობის ჯგუფების როლსა და ფუნქციაზე.

„შეხვედრები ელჩებთან პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში იმართება. ამ ფორმატის საშუალებით ჩვენ ვიღებთ უფრო მეტად კოორდინირებულ, და თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას. მჭიდრო კომუნიკაციის ხარჯზე გვაქვს შესაძლებლობა, რომ შედეგზე ორიენტირებული კურსი ვიქონიოთ და უფრო მეტად პრაქტიკული ინსტრუმენტები გამოვიყენოთ“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაში, სოფიო ქაცარავასთან ერთად, შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ბესელია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი მონაწილეობდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს