საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ მფლობელი ზაზა ჯანაშია გახდა

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ მფლობელი ამავე გუნდის დირექტორი ზაზა ჯანაშია გახდა. მან კლუბის 100%-იანი წილი 61 000 ლარად ელექტრონული აუქციონის საშუალებით შეისყიდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მერ გამოცხადებული აუქციონი 2017 წლის 28 დეკემბერს დაიწყო და 2018 წლის 5 იანვარს დასრულდა. პირობების მიხედვით, ელექტრონული აუქციონში გამარჯვების დამდასტურებელი ოქმის საფუძველზე, ხელშეკრულება ზუგდიდის მერიასა და შემძენს შორის 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაფორმდეს.

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 100%-იანი წილის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულომ 21 დეკემბრის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა