„ეიპიემ ტერმინალს ფოთსა“ და კონტრაქტორ კომპანიას შორის გემ GLANFORD-ის დაქირავების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთსა“ და კონტრაქტორ კომპანიას შორის მიწახაპია გემ GLANFORD-ის დაქირავების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, მიწახაპია გემის დაქირავებით პორტს საზღვაო აკვატორიიდან დამატებით 300 კუბური მეტრი ქვიშის ამოღება გახდება შესაძლებელი. GLANFORD-ი უკვე ფოთის პორტშია და სამუშაოების შესრულება დაიწყო.

2017 წელს ნავსადგურის საკუთრებაში მყოფი მიწახაპია გემ ,,ნიკო ნიკოლაძეს“ ეკიპაჟის წევრებმა სპეციალური გადამზადება გაიარეს. მათი ჩართულობით შემოსასვლელ არხში თითქმის 1 მილიონი კუბური მეტრი ქვიშის ამოღება მოხდა. საერთო ჯამში 2017 წელს ამოღებული ქვიშის რაოდენობამ 1.3 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ზამთრის პერიოდში გემები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, უსაფრთხოდ შეძლებენ ფოთის პორტში გადაადგილებას.

„ფოთის პორტის 2018 წლის გეგმა უამინდობის გამო ნავსადგურის დახურვის დღეების მაქსიმალურ შემცირებას ითვალისწინებს. არსებული გეგმის ამოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, შემოსასვლელ არხში სიღრმის შენარჩუნება და გემების გაუმჯობესებული, ხელსაყრელი გრაფიკით უზრუნველყოფა, რაც ფოთის პორტის საშუალებით საქართველოს ეკონომიკისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას უზრუნველყოფს“, -აცხადებენ ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთში.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა