ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დეტალები

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დეტალები, რომლის თანახმად, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისმა ქალიშვილმა გაიგონა, თუ როგორ დაობდნენ ერთმანეთში სპეცრაზმის წარმომადგენლები გასროლის შემდეგ.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თაობაზე მას ოფიციალური ინფორმაცია არ გააჩნია. მარიამ კუბლაშვილის განმარტებით, ამ საკითხზე მას თემირლან მაჩალიკაშვილის დასთან ჯერ არ უსაუბრია.

”ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ მაქვს. დაცვის მხარე აწარმოებს წინასწარ გამოკითხვას, რაც გადატანილი იქნება გამოკითხვის ოქმებში. შესაბამისად, ვიდრე არ მექნება მოპოვებული მტკიცებულება ოფიციალურად, ვიდრე გამოკითხვას არ გავაკეთებთ, მე კომენტარისგან თავს შევიკავებ. არ ვიცი ეს ინფორმაცია და არც მასთან პირადად არ მისაუბრია, აქედან გამომდინარე, ვერ დავადასტურებ”, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ როდის გამოკითხავს დაცვის მხარე ამ ინფორმაციის თაობაზე პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დას, ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე საგამოძიებო მოქმედებებს სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან დაიწყებს.

”ჯერ აქცენტი გვაქვს გადატანილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის კლინიკებთან. ამის შემდგომ მშვიდად დავიწყებთ მომდევნო კვირიდან ჩვენს მოქმედებებს”, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის ეპიზოდი დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ სპეცრაზმელებმა, რომლებმაც მის მძინარე შვილს ცეცხლი გაუხსნეს, შეცდომა დაუშვეს. მისი თქმით, როცა სპეცრაზმი თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში შეიჭრა, თემირლანს ხელში მობილური ტელეფონი ეკავა, ეს კი სპეცრაზმელს სავარაუდოდ, ხელყუმბარა ეგონა, რის შემდეგაც გასროლა განახორციელა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, გუშინ მისმა ქალიშვილმა უამბო, თუ როგორ დაობდნენ ერთმანეთში სპეცრაზმელები გასროლის შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო