გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. უთანხმოების ზუსტ მიზეზებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურში არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ თანამშრომლებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. უწყებამ მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

„თანამშრომლებს შორის მცირე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რაზეც მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა ბაკურ გულუამ თანამდებობა დატოვა არ შეესაბამება სიმართლეს. არც ის არის სიმართლე თითქოს მას კარები აუჭედეს“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

თანამშრომლებს შორის დაპირისპირების და გულუას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა