კრწანისის რაიონის მოსახლეობას შობა-ახალი წელი კონცერტით მიულოცეს

კრწანისის რაიონის მოსახლეობას შობა-ახალი წელი კონცერტით მიულოცეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზემო ფონიჭალაში კულტურულ-გასართობი ღონისძიება კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი კრწანისის რაიონის გამგებელ ლევან ჯაფარიძესთან და საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ თემურ გორგაძესთან ერთად დაესწრო.

თბილისის მერის მოადგილემ მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ მერია მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მიესალმება.

„ვულოცავ მთელ თბილისს შობა-ახალ წელს. განსაკუთრებით კი, ვულოცავ კრწანისის რაიონს, ფონიჭალელებს. დღევანდელ ზეიმზე ძალიან დიდი სიხარულია და ჩვენც ძალიან გვიხარია“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

რაიონის მოსახლეობას შობა-ახალი წელი ლევან ჯაფარიძემაც მიულოცა და განაცხადა, რომ კულტურულ-გასართობი ღონისძიებები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

„მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო შობა-ახალი წლის დღესასწაული, როგორც კრწანისის მოსახლეობას, ასევე, მთელ თბილისს. მიმაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის და მიხარია, რომ თბილისის მერიისა და კრწანისის რაიონის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე ამდენ გახარებულ პატარას ვხედავ“, - განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა.

ზემო ფონიჭალაში გამართულ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მიიღეს. შესრულდა ასევე, იუმორისტული ნომრები და ცეცხლოვანი შოუ აკრობატების მონაწილეობით.

ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა