ექიმი-დადებითი დინამიკა, რომელიც მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეინიშნებოდა, დღის ბოლოსთვისაც შენარჩუნებულია

დადებითი დინამიკა, რომელიც პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეინიშნებოდა, დღის ბოლოსთვისაც შენარჩუნებულია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, პროფესორმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის მიუხედავად, მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.

„პაციენტის კვლევებს ჩვენ დღეში რამდენჯერმე ვუტარებთ. პაციენტი 24-სააათიან მონიტორინგზეა. ანუ, აპარატზეა შეერთებული და ორგანიზმის ძირითად სასიცოცხლო ფუნქციებს ონლაინ რეჟიმში ვუყურებთ. დღეს ნამდვილად იყო გამოვლენილი გარკვეულ ასპექტებში დადებითი დინამიკა, რაც ძალიან გვახარებს. დღეს თავი ვერ შევიკავე და მსურდა ეს საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილიყო. რაში გამოიხატება ეს დადებითი დინამიკა, ამას ვერ დავაკონკრეტებ. ამის უფლება არ მაქვს. ბოლო ინფორმაციით, ის დადებითი დინამიკა, რომელიც დღეს დილით შეინიშნებოდა, დღის ბოლოსთვისაც შენარჩუნებულია. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დადებითი ძვრებიც კი ძალიან დიდ იმედს იძლევა, რომ თუ პაციენტის ტრანსპორტირების საკითხი დადგება, რისკები ნიველირებული იქნება. ძალიან რთულია ასეთი პაციენტის შორ მანძილზე გადაყვანა და ამდენად, ჩვენ ყველანი დაძაბულები ვართ“, – განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა