ზაალ უდუმაშვილი - სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ საშიში პრეცედენტი დაუშვა, ეს არ ეხება მხოლოდ სააკაშვილს, ეს ეხება დღეს მოქმედ პრეზიდენტსაც

ეს გადაწყვეტილება არ ეხება მიხეილ სააკაშვილს, ეს გადაწყვეტილება მიმართულია სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან საშიში პრეცენდენტი დაუშვა.

”ძალიან საშიში პრეცედენტი დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით, ვინაიდან ეს არ ეხება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს. ეს ეხება დღეს მოქმედ პრეზიდენტსაც და ყველა იმ პრეზიდენტს, რომელიც შემდგომში მოვა საქართველოს ხელისუფლებაში, ნებისმიერ დროს შეუძლია ხელისუფლებას გამოიყენოს მის წინააღმდეგ ეს საშიში პრეცედენტი და აღძრას სისხლის სამართლებრივი საქმე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არ ეხება მიხეილ სააკაშვილს და მიმართულია სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ”, - განაცხადა უდუმაშვილმა.

5 იანვარს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო