მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისმა ქალიშვილმა უამბო, თუ როგორ დავობდნენ ერთმანეთში სპეცრაზმელები გასროლის შემდეგ

სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისმა ქალიშვილმა უამბო, თუ როგორ დავობდნენ ერთმანეთში სპეცრაზმელები გასროლის შემდეგ.

პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ 26 დეკემბერს მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის ეპიზოდი კიდევ ერთხელ გაიხსენა.

როგორც მაჩალიკაშვილი აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ სპეცრაზმელებმა, რომლებმაც მის მძინარე შვილს ცეცხლი გაუხსნეს, შეცდომა დაუშვეს. მისი თქმით, როცა სპეცრაზმი თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში შეიჭრა, თემირლანს ხელში მობილური ტელეფონი ეკავა, ეს კი სპეცრაზმელს სავარაუდოდ, ხელყუმბარა ეგონა, რის შემდეგაც გასროლა განახორციელა. აქედან გამომდინარე, მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ სპეცრაზმმა ამით მძიმე შეცდომა დაუშვა.

”ამ ათი დღის განმავლობაში არაფრის თავი არ მქონდა. დავსხედით ოჯახი, მეუღლესთან და ჩემს ქალიშვილთან ერთად გავიხსენეთ მთავრობის მიერ ჩადენილი უსასტიკესი დანაშაული. თავდაპირველად როცა ამ სპეცრაზმელებს ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ ნეტავ რატომ და რისგან ელოდნენ ასეთ საფრთხეს ჩემს ოჯახში. იმ პერიოდში ყველა კანკალებდა და ცახცახებდა. გასროლის შემდეგ ჩემი უფროსი ქალიშვილი ზედა სართულზე იყო. კარები რომ შეამტვრიეს და სროლა მოახდინეს, ბავშვი ამას უყურებდა. ამ დროს ხმა ამოდიოდა, რომ სპეცრაზმელები ერთიმეორეს აგინებდნენ და იარაღის წართმევას ცდილობდნენ. ყოველთვის ვიძახდი, რომ მათ ტელეფონი ხელყუმბარაში აერიათ და იმიტომ განახორციელეს სროლა. ამის გამო კი ერთმანეთში დაიწყეს დავა. ამაში ვარ დარწმუნებული და ვთხოვ სახელმწიფოს, ნუ აღიზიანებენ ხალხს და თქვან სიმართლე, თუ არადა, ამას მე მაინც დავამტკიცებ. მოვითხოვ, ჩემს შვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს