თბილისში დღეს საშობაო ალილო გაიმართება

თბილისში დღეს, ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილო 7 იანვარს, 14:00 საათზე, ტრადიციულად ვარდების მოედნიდან დაიწყება. მსვლელობა დეკორაციების გამოყენებით, კოსტიუმირებული და სანახაობრივი იქნება, რომელიც მიმსგავსებული იქნება მაცხოვრის შობის ღამესთან. კერძოდ, იქნებიან მოგვები, ქურუმები და მწყემსები. შემოწირული ტკბილეული კი ხარ–კამეჩიან ურმებზე შეგროვდება.

მსვლელობაში სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები მიიღებენ მონაწილეობას, შესრულდება საშობაო საგალობლები.

მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

ალილოს მონაწილეებს თბილისის მერი კახა კალაძე საჩუქრებს ვარდების მოედანზე გადასცემს.

ალილოს მონაწილეები ჯერ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეჩერდებიან, სადაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტარები ტკბილეულით დახვდებიან და შობის დღესასწაულს მიულოცავენ. შემდეგ მსვლელობა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთანაც შეჩერდება, სადაც მონაწილეებს სასახლის აღსაზრდელები შეხვდებიან.

თავისუფლების მოედანზე კი მსვლელობის მონაწილეები საკრებულოს შენობასთან გაჩერდებიან, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და დეპუტატები ტკბილეულს გადასცემენ. მონაწილეთა ერთი ჯგუფი "კონკადან" საპატრიარქოში შევა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს. შემდეგ იგივე მონაწილეთა ჯგუფი პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებს, სადაც მათ ტბილეულს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადასცემს და მსვლელობაში მონაწილეებს შობას მიულოცავს.

ალილოს მონაწილეებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გზადაგზა მოსახლეობაც გადასცემს.

შემოწირულობებს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მიიტანენ. 9 იანვარს კი ალილოზე შემოწირული ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ასევე სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში და ე.წ. მატროსოვის ციხეში გადანაწილდება.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია აღდგა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს