ემანუელ მაკრონი - თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი არ აქვს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შანსს ვერ ხედავს. ამის შესახებ მაკრონმა პარიზში თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე განაცხადა.

„თურქეთში განვითარებული ბოლო მოვლენები და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დაწყებულ პროცესში რაიმე სახის პროგრესს შეუძლებელს ხდის. მე თურქ კოლეგასთან საუბარში ეს თემა გულახდილ საუბარში განვიხილე“, - განაცხადა მაკრონმა.

ამავდროულად, მაკრონი არ გამორიცხავს, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა განვითარდეს.

თავის მხრივ, ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიგში ყოფნამ ანკარა „ძალიან დაღალა“.

„შეუძლებელია მუდმივად ევროკავშირში გაწევრიანებას ვითხოვდეთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი თურქეთმა 1999 წელს მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა