გიორგი მარგველაშვილი - უნდა გავაძლიეროთ სკოლები, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები და ის სოციალური სერვისები, რაც ოჯახს შეუწყობს ხელს, იყოს უფრო წელში გამართული

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქრისტეშობის სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო და მართლმადიდებელ მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა.

გიორგი მარგველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატრიარქის ეპისტოლეში ნახსენები საკითხები, უაღრესად ესადაგება იმ დღესასწაულს, როდესაც წმინდა ოჯახი ერთად იყო და ერთად დაესწრო მაცხოვრის მოსვლას ამ ქვეყნად.

"ყველას დიდი სიყვარულით და სიხარულით გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ დღეს ყოველ წელს ჩვენში იშვება კიდევ ერთხელ ახალი, უმანკო და კეთილი.

პატრიარქის ეპისტოლე ყოველთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პოლიტიკური ცხოვრებით, სასულიერო ცხოვრებით მცხოვრები ჩვენი წმინდა მამები და დედები თავის ხედვას და ტკივილს გვიზიარებენ.

ყველა ეს თემა, რაც დღეს იყო ნახსენები პატრიარქის ეპისტოლეში, უაღრესად ესადაგება იმ დღესასწაულს, როდესაც წმინდა ოჯახი ერთად იყო და ერთად დაესწრო მაცხოვრის მოსვლას ამქვეყნად.

რანაირად ითარგმნება პოლიტიკოსისთვის ოჯახის სიძლიერე – ბუნებრივია, ეს ითარგმნება იმ თვალსაზრისით, რანაირად შემიძლია მე, როგორც პოლიტიკოსმა გავაძლიერო სკოლები, გავაძლიერო უნივერსიტეტები, გავაძლიერო საბავშვო ბაღები და ის სოციალური სერვისები, რაც ოჯახს შეუწყობს ხელს, იყოს უფრო წელში გამართული. ასე ვკითხულობ მე ამ საკითხს.

ასევე, ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის საკითხი, რაც ეხება ნარკოპოლიტიკას და მე არაერთხელ გამისვამს ამისთვის ხაზი, რომ ჩვენ ქვეყანაში, ალბათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ იმას, რომ დასჯა და იძულება წლების, ათწლეულების მანძილზე უკეთეს შედეგს კი არ გვაძლევს, არამედ ბევრი ადამიანის დამსხვრეულ ცხოვრებას გვაძლევს, ალბათ, უნდა დავფიქრდეთ იმის თაობაზე – იქნებ, ჯობია, სხვანაირად მოვუაროთ ამ პრობლემას და ვიფიქროთ, როგორ შევამსუბუქოთ და ადამიანური გავხადოთ ნარკოპოლიტიკა.

ასე რომ, დღევანდელი ეპისტოლე ჩემთვის არის, რანაირად შეიძლება გააძლიეროს პოლიტიკოსმა სკოლები, საბავშვო ბაღები, სოციალური დახმარება ოჯახისთვის და უფრო ლმობიერი გახადოს ნარკოპოლიტიკა", – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სადღესასწაულო ლიტურგიის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე მოინახულა და პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან, ერთად აღავლინა.

პრეზიდენტი - უნდა გავაძლიეროთ სკოლები, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები და ის სოციალური სერვისები, რაც ოჯახს შეუწყობს ხელს, იყოს უფრო წელში გამართული

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში