ქუთაისში ალილოს მომლოცველები გამოჩდნენ

ქუთაისში საშობაო ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს. ალილოს მონაწილეები ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბნენ. მომლოცველებს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა ტკბილეული და ნობათი გადასცეს. ალილოს მსვლელობა ქუთაისის ქუჩებში გაგრძელდა.

"მსვლელობა გაგრძლედება მთელი დღის განმავლობაში, ნობათი შეგროვდება და ეტაპობრივად მოხდება მათი გადანაწილება", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მეუფე კალისტრატემ.

მსვლელობაში მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის, ქუთათელ-გაენათის ეპარქიის წარმომადგენლები და სამუსიკო ანსამბლის წევრები.

მთელი დღის განმავლობაში შეგროვებული ნობათი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს, მადლიერების სახლისა და დღის ცენტრების ბენეფიციარებს გადაეცემათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა