ტრამპი მზად არის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან სატელეფონო საუბარი გამართოს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის სატელეფონო საუბარი გამართოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან.

აშშ-ს პრეზიდენტის რეზიდენციაში, კემპ-დევიდში ჟურნალისტებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპს დაუსვეს კითხვა, მზად არის თუ არა ის სატელეფონო საუბარი გამართოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან.

„რა თქმა უნდა, მე ყოველთვის მჯერა დიალოგის. თუმცა, ჩვენ ძალიან მტკიცე პოზიცია გვიკავია“, - განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

მისი თქმით, მისი ადმინისტრაცია ძალიან მტკიცედ არის განწყობილი. „მაგრამ მე ამას გავაკეთებდი. აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს“, - აღნიშნა მან.

ჟურნალისტებმა აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის მზად არის ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები წინასწარი პირობების გარეშე დაიწყოს, რასაც დონალდ ტრამპმა უპასუხა: „არა, მე ეს არ მიგულისხმია. თუ ჩვენ შევძლებთ გამოვძებნოთ კარგი და მშვიდობიანი გადაწყვეტილება, თუ ამგვარი მოლაპარაკებების მეშვეობით რამე გამოგვივა, ეს კარგი იქნება სრულიად კაცობრიობისთვის“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა