ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში საშობაო ალილო იმართება

ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში საშობაო ალილო მიმდინარეობს. მართლმადიდებლებმა სადღესასწაულო მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან 12.00 საათზე დაიწყეს და ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მიემართებიან. მორწმუნეებს პატარა მგალობლები, სტიქაროსნები და სასულიერო პირები მიუძღვიან.

სადღესასწაულო მსვლელობას აჭარის რეგიონის პირველი პირები ოჯახის წევრებთან ერთად შეუერთდნენ, მათ ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს.

ალილოს მონაწილეები მსვლელობის დასრულების შემდეგ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების საფლავებთან შეიკრიბებიან. როგორც ცნობილია, ბათუმის ქუჩების შემოვლის შემდეგ, ალილოს მონაწილეები ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დაბრუნდებიან, სადაც შეგროვილ ნობათას აკურთხებენ, შემდეგ კი ტკბილეულს შეჭირვებულ ოჯახებს და მოხუცთა თავშესაფარს გადასცემენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო