ჩინეთის სანაპიროსთან ტანკერსა და სატვირთო გემს შორის შეჯახების შედეგად 32 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

ჩინეთის სანაპიროსთან პანამის ნავთობის ტანკერსა და ჰონგ-კონგის სატვირთო გემს შორის შეჯახების შედეგად 32 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ჩინური მედია იუწყება.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 6 იანვარს ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, მდინარე იანძის სათავესთან მოხდა.

შეჯახების შედეგად ნავთობის ტანკერის ეკიპაჟთან კავშირი გაწყდა. აღნიშნული გემი ირანულ კომპანიას BRIGHT SHIPPING LIMITED-ს ეკუთვნის. გემზე საერთო ჯამში 32 ადამიანი იმყოფებოდა, ირანის 30 და ბანგლადეშის 2 მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგის სატვირთო გემის ეკიპაჟის 21 წევრის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.

ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო