ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დააკავეს

ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ირანში ანტისამთავრობო აქციების მხარდაჭერის გამო დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Al-Quds Al-Arabi წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაზეთის ინფორმაციით, ირანის ყოფილი პრეზიდენტი აიათოლა ალი ხამენეის სანქციით იყო დაკავებული. ამის მიზეზად კი სახელდება მაჰმუდ აჰმადინეჯადის განცხადებები ანტისამთავრობო აქციებზე.

როგორც გაზეთი Al-Quds Al-Arabi იუწყება, ყოფილმა პრეზიდენტმა ქალაქ ბუშერში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ზოგიერთი მოქმედი პოლიტიკოსი ხალხის პრობლემებისგან შორს იმყოფება და არაფერი იცის საზოგადოებაში არსებულ სიტუაციაზე“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ხალხი უკმაყოფილოა მოქმედი მთავრობით, რომელმაც რესურსებისა და ხელისუფლების მონოპოლიზება მოახდინა“.

აღსანიშნავია, რომ თეირანში ოფიციალური კომენტარი ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო