რუსთავში ტრადიციული საშობაო ალილო მიმდინარეობს

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავში ტრადიციული საშობაო ალილო მიმდინარეობს. მეალილოეებმა საშობაო მსვლელობა რუსთავის სიონის ტაძრიდან დაიწყეს და ქალაქის რამდენიმე უბანი გალობით, საშობაო სიმღერებითა და ცეკვით მოიარეს.

მეალილოეებს წინ, რუსთავის სიონის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დიმიტრი, რუსთავის ეპარქიის სხვა სასულიერო პირები, ტაძართან არსებული სამრევლო სკოლის აღსაზრდელები და ქერუბიმების ფორმებში გამოწყობილი ბავშვები მიუძღოდნენ. საშობაო ალილოს რუსთავის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

როგორც დეკანოზმა დიმიტრიმ ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, საშობაო ალილოზე შეგროვილ ნობათსა და შემოწირულობას უპოვრებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებს გადასცემენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა