ზუგდიდში ტრადიციული საშობაო მსვლელობა სასულიერო პირებმა და მრევლმა ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრიდან დაიწყეს.
გზადაგზა მსვლელობას ადგილობრივი მათავრობის წარმომადგენლები და მოქალაქეები შეუერთდნენ. მათ ალილოს მონაწილეებს საშობაო ძღვენი გადასცეს, რომელიც სპეციალურად მოწყობილ ურემზე დაალაგეს. საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.
მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში საზეიმო წირვით დასრულდა.