რუსთავის მერმა შობის ღამეს დაბადებული ახალშობილები მოინახულა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ შობის ღამეს, რუსთავის სამშობიარო სახლსა და კლინიკა „რუსთავის“ სამშობიაროში დაბადებული პირველი ახალშობილები მოინახულა.

ირაკლი ტაბაღუამ ახალშობილების დედებს შობის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ქრისტეშობის ღამეს რუსთავში ორი ბიჭი დაიბადა, მათგან ერთ-ერთი, ნაირა გელაშვილისთვის მეოთხე შვილია. როგორც რუსთავის სამშობიარო სახლის დირექტორმა ალექსანდრე ბარავკოვმა განაცხადა, დედა სამშობიარო სახლში მძიმე მდგომარეობაში ღამე მიიყვანეს, თუმცა, მედპერსონალის ძალისხმევით, მშობიარობამ კარგად ჩაიარა, დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი და დედაც თავს კარგად გრძნობს.

მისივე თქმით, 1-ელი იანვრიდან დღემდე რუსთავის სამშობიარო სახლში 35 ბავშვი დაიბადა. ბოლო წლებთან შედარებით, 2017 წელს ქალაქში შობადობა საგრძნობლად გაიზარდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, დღესვე რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, რუსთავის საკრებულოს დეპუტატებთან და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა მხეიძესთან ერთად, შობის დღესასწაული ,,ქსენონში“ მცხოვრებ მოხუცებსაც მიულოცა. რუსთავის მერი ,,ქსენონს“ რუსთავის ეპარქიის ეპისკოპოს მეუფე იოანესთან ერთად ესტუმრა, მოხუცებს საშობაო საჩუქრები მიუტანა და მათთან ერთად საშობაო სადილს დაესწრო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა