მაკა ჩიჩუა - როცა წარმოვიდგენ პატარა იესო როგორ წევს ბოსელში თივაზე თავისი მშობლების გარემოცვაში, წარმომიდგება ღვთისმშობლის ხატით ყველა დედა დედამიწაზე

როცა წარმოვიდგენ პატარა იესო როგორ წევს ბოსელში, თივაზე თავის მშობლების გარემოცვაში, ზრუნვაში, სულ წარმომიდგება ღვთისმშობელი და ღვთისმშობლის ხატით ყველა დედა დედამიწაზე, - ამის შესახებ პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ შობის მახარობლებთაან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან პრეზიდენტთან ერთად მეალილოეებს უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა.

"დღეს ჩემთვის არის განსაკუთრებული დღესასწაული. ქრისტეს შობა ყველაზე მეტად მიყვარს. როცა წარმოვიდგენ პატარა იესო როგორ წევს ბოსელში თივაზე თავისი მშობლების გარემოცვაში, ზრუნვაში, სულ წარმომიდგება ღვთისმშობელი და ღვთისმშობლის ხატით ყველა დედა დედამიწაზე. ყველას გილოცავთ ამ უმშვენიერეს დღესასწაულს. ჩვენს გულებში მუდამ ცხოვრობდეს იესო, როგორც ის პატარა ჩვილი, გულწრფელი ადამიანი, ვინც გაგვინათა გზა და დღემდე გვიკვლევს ასე კეთილად და კარგად ამ გზას",- განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო