თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ალილოს მსვლელობას შეუერთდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად, ალილოს მსვლელობას შეუერთდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, საკრებულოს წარმომადგენლები მეალილოეებს თავისუფლების მოედანზე დახვდნენ, შობის დღესასწაული მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს.

,,მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული. დღევანდელი დღე არის სიკეთის, სიყვარულის, ჩვენი ერთიანობის სიმბოლო და მინდა ვუსურვო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ბევრი სიხარული და სიყვარული. ჩვენს ქვეყანას კი გაერთიანება. ბედნიერი ვარ იმით, რომ მონაწილეობას ვიღებ ალილოს ზეიმში ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტრადიცია, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას”,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საშობაო კოსტიუმირებული მსვლელობა ტრადიციულად ვარდების მოედნიდან დაიწყო. ალილოს მონაწილეებმა შოთა რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედანი, ალექსანდრე პუშკინისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩები გაიარეს, რის შემდეგაც საპატრიარქოში შევიდნენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მეალილოეები დალოცა და ტკბილეული გადასცა.

მსვლელობა, რომელშიც სასულიერო პირებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მგალობლებთან ერთად , მოსახლეობაც მონაწილეობდა, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

თბილისში ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს