დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი - შობის დღესასწაულზე ფიქრი ხშირად გვმართებს, რომ შეიცვალოს ჩვენი ცხოვრება

შობის დღესასწაულზე ფიქრი ხშირად გვმართებს, რომ შეიცვალოს ჩვენი ცხოვრება, - ამის შესახებ დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა ჟურნალისტებსპრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მეალილოეებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, ალილოზე შეგროვებული ძღვენი 9 იანვარს განაწილდება.

„ეს არის ისეთი დიდი დღესასწაული და ისეთი დიდი მოვლენა, რომ ადამიანებმა უნდა იფიქრონ ამ საკითხზე, რა მოხდა დღეს - ღმერთი განკაცდა, რომ ადამიანები განაღმრთოს, ამაზე ფიქრი ხშირად გვმართებს რომ შეიცვალოს ჩვენი ცხოვრება. რაც შეეხება ალილოს ტრადიციას, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით მრავალი წელია ტარდება. ეს ტრადიცია დაფუძნებულია მთელ საქართველოში და მრავალ სიკეთეს ერთდროულად ემსახურება. პირველ რიგში ის, რომ ქრისტეს შობას ვახარებთ მთელ ქვეყანას, ჩვენს ქალაქს, ხდება წყლის სხურება და მივდივართ სხვადასხვა ადამიანთან, რომ ვახაროთ ქრისტეს შობის სიხარული. ქველმოქმედება, რომელიც გროვდება, 9 იანვარს განაწილდება სხვადასხვა ბავშვთა სახლებზე და თავშესაფრებზე, გაჭირვებულებზე, რომ ამით მაინც შევუმსუბუქოთ ის ტკივილი, რაც მათ აქვთ. გილოცავთ ქრისტეს შობის სიხარულს და გისურვებთ თქვენს გულებშიც გაბრწყინებულიყოს ქრისტე", - განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ შობის მახარობლებს უმასპინძლეს და საჩუქრები გადასცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა