კახა კალაძე - დღევანდელი დღე სიცოცხლის, სიყვარულის და სიკეთის ზეიმია

თბილისის მერი კახა კალაძე საშობაო ალილოს ვარდების მოედანზე შეუერთდა, მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა და შობის დღესასწაული მიულოცა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ღონისძიებაში თბილისის მერთან ერთად ვიცე-მერი და მერის მოადგილეები, ასევე, თბილისის მერიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

„ყველას გილოცავთ შობის დღესასწაულს, მთელს საქართველოს, ასევე, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ იმყოფებიან და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს აღნიშნავს შობას. დღევანდელი დღე სიცოცხლის, სიყვარულის და სიკეთის ზეიმია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ალილოს მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირის, თბილისის საკრებულოს, საპატრიარქოსა და პრეზიდენტის სასახლის გავლის შემდეგ, სამების საპატრიარქო ტაძარში დასრულდება. ღონისძიება კოსტუმირებული წარმოდგენით მიმდინარეობს, რომელიც შობის ღამეს ასახავს. მოგვებისა და მწყემსების სამოსით შემოსილი მსვლელობის მონაწილეები შემოწირულობას ურმებზე აგროვებენ.

თბილისში ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა