მარნეულში საშობაო ალილო გაიმართა

ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად მარნეულში, რიგით მე–4 ალილო გაიმართა, რომელსაც მარნეულისა და ჰუჯაბისეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი უძღვებოდა.

ალილოს მსვლელობა მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობას ცხენზე ამხედრებული ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები და პატარები მიუძღოდნენ წინ, მათ უკან კი მწყემსები მოყვებოდნენ, რომლებიც ქრისტეს შობის მახარობლებს განასახიერებდნენ.

საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ეპარქიის სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მრევლი. მეალილოეებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძეც შეუერთდნენ.

ქრისტეს შობის მახარობლებმა, საშობაო გალობის თანხლებით ნობათის შესაგროვებლად ქალაქის ცენტრალური ქუჩები ფეხით მოიარეს, რომელთაც უკან ხარებშებმული ურემი მიყვებოდათ, სადაც გროვდებოდა შესაწირი ნობათი.

ალილოს მსვლელობა კულტურის სახლის სკვერში დასრულდა. მეუფე გიორგიმ სკვერში შეკრებილი მრევლი და ალილოს მონაწილეები დალოცა და დღესასწაული მიულოცა.

მრევლს სიტყვით მიმართა მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმაც. „ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ბედნიერება, მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს! დღეს მეც ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად გახარებული და ვარ ვიზიარებ მათ სიხარულს, რომელიც ქრისტეს დაბადებით არის გამოწვეული! ჩვენი ქვეყანა, საქართველო ყოველთვის იყო მრავალი აღმსარებლობის წარმომადგენელთა სამშობლო, რაც სამაგალითოა და დასტურია იმისა, რომ საქართველო უძველესი ტოლერანტული ქვეყანაა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს!“, - განაცხადა აბაზოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო