საშობაო ალილო სამებაში დასრულდა

თბილისში ტრადიციული საშობაო ალილო სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილო „ვარდების მოედნიდან“ დაიწყო, რომლის მონაწილეებმაც რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობის წინ, თბილისის საკრებულოსთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიარეს. მათ საჩუქრად ტკბილეული დაურიგეს, რომელიც ბავშვთა სახლებში გადანაწილდება.

ტრადიციული მსვლელობა კოსტიუმირებული იყო, რომელიც მაცხოვრის შობის ღამეს განასახიერებდა. კოსტიუმირებულ მსვლელობაში მონაწილეობდნენ მოგვები, ქურუმები და მწყემსები, ასევე, სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მგალობლები.

ალილოს დასასრულ სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა გაიმართა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო