ჭიათურაში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალა

ჭიათურის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უკვე რამდენიმე დღეა გარემოვაჭრეებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ჭიათურის მერის მოადგილის, გივი მოდებაძის განცხადებით, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ.

"გარდა იმისა, რომ ვაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, უშნოვდება ქალაქის იერ-სახე და ჩნდება ანტისანიტარია", - განაცხადა გივი მოდებაძემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჭიათურის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს „უნივერმაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე სთავაზობს, სადაც მათთვის სპეციალური ბაზრობა მოეწყობა.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა გარემოვაჭრეთა დახლებისგან უკვე გაასუფთავა ყაზბეგის ქუჩა და ე.წ. "მაღაროელთა მოედანი".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს