ზურაბ პატარაძემ საშობაო ალილოში მიიღო მონაწილეობა

შობის დღესასწაული ბათუმში ტრადიციული ალილოთი აღინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, საზეიმო მსვლელობას საშობაო ნობათითა და ტკბილეულით შეუერთდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ბათუმში ალილოს მსვლელობა ტრადიციულად ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან იწყება. მახარობლები სასულიერო პირებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, ჩოხოსნებთან და მრევლთან ერთად ბათუმის ცენტრალურ ქუჩებს მოივლიან და მსვლელობას ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების საძმო საფლავთან ასრულებენ.

ზურაბ პატარაძემ ალილოს მსვლელობისას ხაზი გაუსვა ალილოს ტრადიციის მნიშვნელობას და მოსახლეობას მასში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

“მინდა გულწრფელად მივულოცო სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული. ვუსურვო ჩვენ ქვეყანას მშვიდობა, სიკეთე, განვითარება, მეტი სიყვარული. დღეს ყველა ერთად ვართ და ერთად ვზეიმობთ. არაჩვეულებრივია ტრადიციული ალილოს დღესასწაული. მინდა ყველას მოვუწოდო გამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა ალილოში და ყველამ ერთად ვაკეთოთ სიკეთე“, - განაცხადა პატარაძემ.

ალოლოზე შეგროვილი ნობათი გაჭირვებულ მოსახლეობას გადაეცემა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა