თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობაში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტში განუცხადეს, ადგილზე 40-ზე მეტი მეხანძრე მაშველი და 8 სამაშველო ტექნიკა მუშაობდა.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის დათვალიერება, რის შედეგადაც ცნობილი გახდება თუ რამდენი კვადრატული მეტრი ფართობია დამწვარი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა