თბილისში საშობაო ალილო გაიმართა

თბილისში ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილო „ვარდების მოედნიდან“ დაიწყო, რომლის მონაწილეებმაც რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობის წინ, თბილისის საკრებულოსთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიარეს. მათ საჩუქრად ტკბილეული დაურიგეს, რომელიც ბავშვთა სახლებში გადანაწილდება.

ტრადიციული მსვლელობა კოსტიუმირებული იყო, რომელიც მაცხოვრის შობის ღამეს განასახიერებდა. კოსტიუმირებულ მსვლელობაში მონაწილეობდნენ მოგვები, ქურუმები და მწყემსები, ასევე, სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მგალობლები.

ალილოს დასასრულ სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისი შესრულდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო