დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი - შობის დღესასწაულზე ფიქრი ხშირად გვმართებს, რომ შეიცვალოს ჩვენი ცხოვრება

შობის დღესასწაულზე ფიქრი ხშირად გვმართებს, რომ შეიცვალოს ჩვენი ცხოვრება, - ამის შესახებ დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა ჟურნალისტებს გუშინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მეალილოეებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, ალილოზე შეგროვებული ძღვენი 9 იანვარს განაწილდება.

„ეს არის ისეთი დიდი დღესასწაული და ისეთი დიდი მოვლენა, რომ ადამიანებმა უნდა იფიქრონ ამ საკითხზე, რა მოხდა დღეს - ღმერთი განკაცდა, რომ ადამიანები განაღმრთოს, ამაზე ფიქრი ხშირად გვმართებს რომ შეიცვალოს ჩვენი ცხოვრება. რაც შეეხება ალილოს ტრადიციას, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით მრავალი წელია ტარდება. ეს ტრადიცია დაფუძნებულია მთელ საქართველოში და მრავალ სიკეთეს ერთდროულად ემსახურება. პირველ რიგში ის, რომ ქრისტეს შობას ვახარებთ მთელ ქვეყანას, ჩვენს ქალაქს, ხდება წყლის სხურება და მივდივართ სხვადასხვა ადამიანთან, რომ ვახაროთ ქრისტეს შობის სიხარული. ქველმოქმედება, რომელიც გროვდება, 9 იანვარს განაწილდება სხვადასხვა ბავშვთა სახლებზე და თავშესაფრებზე, გაჭირვებულებზე, რომ ამით მაინც შევუმსუბუქოთ ის ტკივილი, რაც მათ აქვთ. გილოცავთ ქრისტეს შობის სიხარულს და გისურვებთ თქვენს გულებშიც გაბრწყინებულიყოს ქრისტე", - განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ შობის მახარობლებს უმასპინძლეს და საჩუქრები გადასცეს.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა